იტვირთება

ქვემდებარე და შემასმენელი

ქართული - გრამატიკა - წინადადების წევრები

ნახვები:

3564

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

ქვემდებარე და შემასმენელი წინადადების მთავარი წევრებია.

ქვემდებარე გამოხატავს მოქმედ საგანს, შემასმენელი - საგნის მოქმედებას (ან მდგომარეობას).

ზმნა წინადადებაში შემასმენელიაქვემდებარე კი სახელით გადმოიცემა. ქვემდებარის ბრუნვებია სახელობითიმოთხრობითი და მიცემითი.

მაგ.: არწივი ნელ-ნელა დაბლა იწევდა.
         ფრინველებმა არწივს საერთო სალამი მისცეს.
         თოვლს დაეფარა თეთრად მინდორი.

შემასმენელი ზოგჯერ აღნიშნავს, როგორია, ვინ არის ან რა არის ქვემდებარით გამოხატული საგანი.

მაგ.: შაქარი ტკბილია, ია ყვავილია...

მხოლობითში დასმულ ქვემდებარეს შემასმენელი მხოლობით რიცხვში შეეწყობა.

მაგ.: ბავშვმა მდინარეში პატარა თევზი დაიჭირა.

როცა ქვემდებარეს ამხსნელად ახლავს ერთზე მეტი რაოდენობის აღმნიშვნელი სიტყვა, ქვემდებარეც მხოლობითში დაისმის და მისი შემასმენელიც.
 
მაგ.: ორი ბიჭი ყანიდან გამოდიოდა.
          ყველა ფრინველი ხეზე ზის.

როცა ქვემდებარე სულიერი საგნის სახელით არის გადმოცემული და მრავლობით რიცხვში დგას, ჩვეულებრივ შემასმენელიც მრავლობით რიცხვშია.

მაგ.: ქალები ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ ხილის საკრეფად.

როცა ქვემდებარე უსულო საგნით არის გამოხატული და მრავლობითშია, შემასმენელი ჩვეულებრივ მხოლობით რიცხვში დგას.

მაგ.: ცას შავი ღრუბლები გადაეკრა.

თუ მრავლობითში დასმული ქვემდებარე ისეთ საგანს გამოხატავს, რომელსაც სულიერივით მოქმედება მიეწერება, შემასმენელი ჩვეულებრივ მრავლობით რიცხვში იხმარება.


დატოვეთ კომენტარი