იტვირთება

ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია მისი ლექსი „ხმა იდუმალი. ის ასევე მოგვაგონებს ამავე ავტორის მეორე ლექსს „სულო ბოროტოს“, რადგან ორივე ლექსის მთავარი თემა გულისთქმას აყოლა და მასზე რეაგირებაა. „ხმა იდუმალში“ ლირიკულ გმირს სულიერი მშვიდობა აქვს დაკარგული, და ამისათვის წარსულისზე იწყებს ოცნებას. ეს დამახასიათებელია რომანტიკოსი მწერალისთვის.

„რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის
        სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის“

ცხოვრების ეს პერიოდი პოეტისთვის დასრულდა, მან წუთისოფელი გაიცნო, რასაც იდუმალი ხმაც ზედ აედევნა, მოჰყვება და გმირს არც არასდროს მოშორებია. იქნება ეს ცხადი თუ სიზმარი, ხმა ყოველთბის მის ზრახვებსა და სურვილებშია, მოსვენებას არ აძლევს პოეტს.იგი ამ ხმას სინდისის ქენჯნას ადარებს, თუმცა ეს შეუძლებლად მიაჩნია, რადგან მიიჩნევს ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ ასეთი განსაცდელი დაემსახურებინა. ლექსის მთავარი თემა სწორედ იდუმალი ხმის შინაარსშია დამალული. 

   „ეძიო, ყმაო, შენ მხვედრი შენი,
ვინძლო იპოვო შენი საშვენი“

პოეტი მართალია არ ენდობა ხმას, თუმცა ცდილობს იპოვოს თავისი ადგილი მატერიალურ სამყაროში და სწორედ ამის შეუძლებლობა და სირთულე წარმოშობს იმ დარდს, რაც პოეტს აწევს გულზე.


დატოვეთ კომენტარი