იტვირთება

სოფელი დღეს

ქართული - ესეები

ნახვები:

2215

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მთის სოფლების დაცლა გარდაუვალია  ჩვენს დროში, რადგან მთა ვერ შეძლებს, განავითაროს ადამიანი, იმიტომ რომ იქ თანამედროვე ყოფისათვის სათანადო პირობები არ არსებობს.  მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას და შევეცდები, ჩემი პოზიცია გავამყარო შესაბამისი არგუმენტებით.
პირველ ყოვლისა, არ უნდა დავივიწყოთ მთის მოსახლეობის მთავარი ფუნქცია, რომელსაც, ისტორიულად, გარეშე ტომებისაგან საქართველოს დაცვა ევალებოდა. მთიელ კაცს ეს გააზრებული ჰქონდა და სოფლებს საზღვრისპირზე შეგნებულად აშემებდა. ახლა საქართველოს მთიანი სოფლების 2/3 დაცლილია. „საქართველო უფსკრული პირასაა“,-ასეთია ექსპერტთა შეფასება. ქართველებისაგან მიტოვებულ ტერიტორიას ერთიმეორის მიყოლებით უჩნდება პატრონი.ქრება სასაზღვრო სოფლები, სადაც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მიჯნაა და მით უფრო დაუცველი ხდება ჩვენი სამშობლო. მაგალითად, რაჭაში მდინარე ჭანჭახზე  ვეღარ  ვაკონტროლებთ სიტუციას, ხოლო ხევსურეთის სოფელ ფიჭვებში უკვე რუსი მესაზღვრეები დგანან.  კავკავი, რომელიც ვლადიკავასის სახელით არის ცნობილი, რუსეთმა წაართვა საქართველოს. დღვანდელმა ქართველობამ აღარ იცის წინა საუკუნის უკიდურესი  წერტილები . ალთა-ბალთა-დღეს ხომ უბრალო ტერმინად არის შემორჩენილი სინამდვილეში კი სოფლების სახელწოდება იყო ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლომდე.  ალთა სამხრეთი საზღვრის ბოლო სოფელი იყო   ბალთა  კი  ჩრდილოეთის, რომლებიც მეზობელმა ქვეყნებმა შთანთქეს. 

ზოგი მეტყვის, რომ ადამიანის განვითარება შეუძლებლია მთაში! არა, ახლა უკვე შემუშავებულია  ე.წ .  „მთის კანონი“ . პრაქტიკულად ეს არის კანონი , რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით  ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აღდგენას: მესაქონლეობა, რეწვა, ქარგვა, ქსოვა... მთა დაიბრუნებს პირვანდელ ფუნქციას, რომელიც თანამედროვეობასთან ნაზავი იქნება. აღდგება მთის ტრადიციები.
მოსახლეობას ექნება შეღავათები, რომელიც მნიშვნელოვნად   შეუწყობს  ხელს მთაში მოსახლეობის დამაგრებას და ვინც წასულია, მათ დაბრუნებას. პროექტი 2014 წელს მიიღეს, დღეს კი მას ნელ-ნელა ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
დღესდღეობით მთელი საქართველო ცენტრალურ მაგისტრალზე ცხოვრობს, მამაპაპისეულ კუთხეს საფლავებიღა შემორჩა. დღევანდელი მთის სოფლებში არ არის ის, რაც თანამედროვე ცხოვრების შეცნობისთვისაა საჭირო. 

ავტორი: მაკა კობერიძე


დატოვეთ კომენტარი