იტვირთება

სოციალური ქსელების დანიშნულება

ქართული - ესეები

ნახვები:

1519

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

თანამედროვეობამ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს ფრთები შეასხა და ის ტექნოლოგიური ეპიცენტრში მოაქცია. სრულიად ახალი შესაძლებლობები გადაიშალა მის თვალწინ და თუ წარსულში ვინმეს გაუკვირდებოდა და აღფრთოვანებას გამოხატავდა მფრინავი მოწყობილობის ან სატელეფონო ქსელების ნახვისას, თანამედროვე ადამიანის რაიმეთი გაკვირვება კი უკვე ფანტასტიკის არეს წარმოადგენს. სწორედ ასეთი საზოგადოების მოთხოვნელებევის ზრდამ გამოიწვია კომპიუტერისა და ინტერნეტის შექმნა. ინტერნეტმა, უფრო ზუსტად კი სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. 

ისინი მნიშვნელოვან და უკვე აუცილებელ როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და დიდი ნაწილი ძალიან მიეჯაჭვა კიდეც მათ. ბევრი მიიჩნევს, რომ ინტერნეტზე ეს დამოკიდებულება  იმდენად ძლიერია, რომ ადამიანები ნელნელა კარგავენ რეალურ და ირეალურ სამყაროებს შორის განსხვავების შეგრძნებას და სოციალური ქსელები მისი ცხოვრების მხოლოდ გარკვეულ ნაწილს კი აღარ იკავებს, არამედ ეს ორი --- განუყოფელი ხდება. სოც. ქსელები კრიტიკის საგანიც ამიტომაც გახდა. არასწორად გამოყენებული ინტერნეტი დროის უსარგებლო ხარჯვაა. გარდა იმისა, რომ ის ადამიანს რეალურ ცხოვრებას აშორებს და ჯანსარ ურთიერთობებს ვირტუალურით ანაცვლებს, ის მის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზეც უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროში არ არსებობს რაიმე რასაც თავისი უარყოფითი მხარეებიც არ ექნება. 

სოციალური ქსელები მთავარი დანიშნულება მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოების სოციალურ აქტივობას. და მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ეს მას ნამდვილად გამოსდის. სოციალური ქსელების ბრალი არ არის თუ ადამიანი არაფრისმომცემი კომენტარებისა და დისკუსიების გამო ღამეებს ათენებს ან ისეთ თამაშებს თამაშობს, რომელსაც სიმართლე რომ ვთქვათ არაფერი აქვს საერთო სოციალურ აქტივობასთან. ამიტომაც პრობლემა და მისი გადაჭრის გზები სოციალურ ქსელებში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ საკუთარ თავში. ობიექტურად რომ შევხედოთ სოციალური ქსელები არის ახალი შესაძლებლობების სამყარო, სამყარო, რომელშიც არაფერი შეუძლებელია.


დატოვეთ კომენტარი