იტვირთება

სიყვარული - დიდი ძალა

ქართული - ესეები

ნახვები:

1797

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი არ არსებობს. ის ყველას სულს აღამაღლებს და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. იმ ადამიანების, სულიერ ზეცაში ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერების გზაზე მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. ეს სწორედ სიყვარულს მოკლებული გულების ბედია.

თუმცა მაინც არ მგონია, ამ ქვეყნად ბევრი უსიყვარულო ადამიანი დაიარებოდეს, რადგან ეს გრძნობა ისევე აერთიანებს მსოფლიოს ხალხებს, როგორც გლობალიზაციასთან ასოცირებული ბრენდები, მაგალითად კოკა–კოლა და მაკდონალდსი. დაბადებისთანავე ამ ქვეყნად მოვლენილ ჩვილს სიყვარულით ეგებებიან. და  იგიc მთელი ცხოვრების მანძილზე ამავე გრძნობას ეძიებს. 

არ შეიძლება სიყვარულს წინ სიტყვა ნამდვილი დავურთოთ,სიყვარული სიყვარულია და ის თავისთავად უკვე ნიშნავს სინამდვილეს,დანარჩენი ყველა სხვა სიტყვა მასთან ზედმეტია და მას ვერც გაამუქებს და ვერც ფერს დაუკარგავს. ის მონდომებით, ოპტიმიზმითა და რაც მთავარია სიცოცხლის ხალისით ავსებს ადამიანებს.


დატოვეთ კომენტარი