იტვირთება

სიყვარული და ასაკი

ქართული - ესეები

ნახვები:

1721

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

სიყვარულს ასაკი არ აქვს – ეს მტკიცედ დამკვიდრებული აზრია. თუმცა ყველა ასაკს თავისებური სიყვარული ახასიათებს. ახალგაზრდებს, თინეიჯერებს შორის ის განსაკუთრებით სპეციფიურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასაკი მიჩნეულია ყველაზე სარისკო პერიოდად, სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ არა ტრაგიკული დასასრული, რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულისა ქორწინების შემდეგ, ნებისმიერ თანამედროვე გაცილებით მარტივად გადადგამდა იმ ნაბიჯს, რომელსაც ახალგაზრდა დაქორწინება ჰქვია.

ეს ახალგაზრდების შესახებ, თუმცა აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ შემთხვევებს, როდესაც ცოლ-ქმრის მამა-შვილისგან განსხვავება არ თუ ისე მარტივი საქმეა. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში, მიუმეტეს ქართულში ასეთ შემთხვევებს უარყოფითად ხვდებიან. ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მიიჩნევენ მათ შორის დამოკიდებულება შეიცვლება, როდესაც შეყვარებულებს შორის უფროსს ასაკი შეეტყობა. გასაოცარია, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ფიქრობს, რომ სიყვარულს არ აქვს ასაკი,მოდის როცა უნდა და მიდის. ახლა შეყვარებულების პოზიციაც გავითავისოთ. ამაში ინგლისელი მსახიობი და დრამატურგი სერ ართურ პინერო დაგვეხმარება, რომელის წერდა: „ის, ვისაც უყვარს ღრმად არასოდეს ბერდება. შეიძლება მოკვდეს ასაკში შესული, თუმცა ის მაინც ახალგაზრდა მოკვდება.“ ამ სიტყვების პირდაპირ გაგება საჭირო არ არის, თუმცა ეს აზრიც სათვალავში მისაღებია. მისი მიხედვით ასაკი ადამიანის „ფიზიკური თვისებაა“ და ებრძვის მოქნილობას და სისხარტეს, უმცა ვერაფერს ვნებს სულს, გრძნობებს.

მესამე თემაა ხანშისესულთა სიყვარული, რომელსაც ხშირად ვერ შეხვდებით, თუმცა დამეთანხმებით, რომ არსებობს. რა დროს მათი სიყვარულია ხომ? ამის შემხედვარე ბევრი ფიქრობს, რომ ეს მხოლოა მათი წამალია, იარაღი მოწყენილი სიბერის წინააღმდეგ, გარკვეულ ასაკში ქორწინებასთან ერთად, განხილვას ექვემდებარება ასევე სიყვარულის ხანგრძლივობის განსაზღვრა. ნეტავ როდის მიდის იგი? ერთ-ერთი ამერიკელი მწერალი ფიქრობდა: „დიდი ხნის სიყვარული გავს დაძველებულ ღვინოს. ის ხდება უფრო სასიამოვნო, უფრო გამაცოცხლებელი, უფრო ძვირფასი, უფრო დაფასებადი და უფრო მათრობელა.“ მართლაც ნამდვილი სიყვარული მარადიულია და კვდება იმ დამაკავშირებელ ძაფთან ერთად, რომელსაც სიკვდილი წყვეტს. 

ბოლოს კი დასკვნების გამოტანა თქვენთვის მომინდვია, სიყვარულმა არ იცის ასაკი, თუ ასაკმა არ იცის სიყვარული??


დატოვეთ კომენტარი