იტვირთება

ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც რომანტიკოსი პოეტის შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ სიყვარულის თემას შეეხება და ნათლად ასახავს ყველასთვის კარგად ნაცნობ, უიმედო გრძნობას, რომელიც მას ეკატერინე ჭავჭავაძესთან აკავშირებდა. ამ გრძნობას ჰქვია სიყვარული

ბარათაშვილი იდეალურ სიყვარულად თავის გრძნობას მიიჩნევდა ეკატერინეს მიმართ და ამას გამოარჩევდა იმ სიყვარულისგან, რასაც სხვებში ხედავდა, ისევე როგორც გამოარჩევდა ეკატერინეს სხვა მოკვდავ ქალბატონთაგან. 

“მაშინ შენც სხვათა მოვკდაბთა ბანოვანთა მიემსგავსები
მაშ რად ერჩევი მათ შორის და ციურთ დაედარები”


ჩემი აზრით, მის მიერ თავისი განცდილი და სხვაში დანახული გრძნობის ამგვარი განცალკევების მიზეზი უნდა იყოს ამ გრძნობების გამომწვევი მიზეზი. გარეგნული სილამაზით ნაკარნახევი გრძნობა ისეთივე წარმავალია, როგორც ეს სილამაზე.

“წილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და ვით ტვავილი თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების”


ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მშვენიერი სულისგან შეიძლება იყოს ნაშობი, რომელსაც ვერ შემთხვევითობა და ვერც დრო ვერ აჯობებს, სწორედ ასეთი სიყვარულია მარადიული, ამგვარი გრძნობა მოდის სულიერებიდან და არა გარეგანი თვისებებიდან, მას არ გააჩნია ანგარებითი ხასიათი და ყველაფერი წრფელია. მშვენიერი და უკვდვარი.


დატოვეთ კომენტარი