იტვირთება

საქართველოს ტურისტული პოტენციალი

ქართული - ესეები

ნახვები:

1508

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

საქართველოს ტურისტული პოტენციალი განუსაზღვრელია. შედეგად, რთულია ისაუბრო იმაზე, ბოლომდეა ათვისებული ის თუ არა. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ სახელმწიფო ცდილობს წაახალისოს ტურისტული ინფრასტრუქტურის შემქნა და ამავდროულად მოიზიდოს ტურისტები. იმ ფონზე, რომ ქვეყანამ თავისი უახლესი ისტორიის, ორი დეკადის, განმავლობაში რამდენიმე სამხედრო კონფლიქტი გამოირა და მრავალი ტურისტისთვის კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილად რჩება, მიღწეულ წარმატებასა და განცდილ პროგრესს უმნიშვნელოს ვერ უწოდებ.


დამსახურებლად თუ დაუმსახურებლად, სახელმწიფომ შექმნა სტუმართმოყვარე ახალი კურორტების იმიჯი, მათ შორის უმთავრესია, რა თქმა უნდა, ბათუმი და მესტია. ამ მცდელობებმა შესაძლებელი გახადა, ოფიციალური წყაროების მიხედვით, 3-4 მილიონი ტურისტი ერთ წელიწადში შემოდინება და ქვეყნის სხვა ისტორიულ მხარეთა ტურისტული განვითარების პერსპექტივას ჩაუყარა საფუძველი.
ძირითადი, ე.წ. დასასვენებელ ტურიზმთან ერთად, საქართველოში ასევე არსებობს ეკოტურიზმისა და საგანმანათლებლო ტურიზმის სფეროები. ეს უკანასკნელი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გააქტიურდა და ქვეყანა შედეგად მრავალ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად აზიისა და აფრიკის კონტინენტებიდან.


საქართველო სერიოზული პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მაინც ითვისებს საკუთარ ტურისტულ პოტენციალს და ახერხებს დანარჩენი მსოფლიოს რუკებზე თავის შენარჩუნებას.


დატოვეთ კომენტარი