იტვირთება

არსებობს პროფესიები რომელთა დაუფლებაც მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ

ქართული - ესეები

ნახვები:

4848

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

საზოგადოებაში ბოლო დროს მეტად აქტუალური გახდა გენდერულ თანასწორობაზე საუბარი, მოჰყავთ უამრავი ფაქტი და მაგალითი იმის თაობაზე, რომ ქალი და მამაკაცი ერთ დონეზე უნდა იდგეს და განსხვავება მათ შორის არ შეიმჩნეოდეს. საზოგადოების ნაწილს ის გააზრებული  არ აქვს, რომ უფლებებზეა საუბარი და არა შესაძლებლობებზე.  არსებობს პროფესიები, რომელთა დაუფლებაც მხოლოდ მამაკაცებს შეუძლიათ, ან პირიქით, მხოლოდ ქალისთვისა შესაძლებელი.
ქალი და მამაკაცი ღმერთმა იმისთვის შექმნა, რომ ერთმანეთის ნაკლოვანებები შეევსოთ, ორივეს განსხვავებული მოვალეობა აკისრია და ცდა იმისა, რომ ერთმანეთის პროფესია აითვისონ, მეტად   არაკომფორტული და , ხშირ შემთხვევაში , უხერხულიც კია.  ოდითგანვე ჩვენი რწმენა   ქადაგებს , რომ პატრიარქატია მთავარი, მხოლოდ მამაკაცს ძალუძს, თუნდაც ოჯახს, გაუძღვეს და ქალი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს. მატრიარქატი, ჩემი აზრით, დამახინჯებული  ფორმაა ოჯახისა, რომელიც ქვის ხანის დროს გაქრა არასრულფასოვნების გამო. 


დღესდღეობით არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სქესთან შეუსაბამო პროფესია აქვთ ძალით მორგებული,  თუმცა ამ საქმეში ვერანაირ წარმატებას აღწევენ. ზოგი შემეწინააღმდეგება და მეტყვის, არსებობდნენ გამონაკლსი ქალები, რომლებიც კარგი მეომრები იყვნენ. მაგალითად ჟანა დ’არკი. იგი იყო ქალი რომელიც თავისი ძალით, მოხერხებულობითა და სილამაზით გამოირჩეოდა, თუმცა ზოგისთვის უცნობია ის ფაქტი, რომ იგი „მორისის სინდრომით“ იყო დაავადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ბუნებით მამაკაცი იყო, სწორედ ისეთივე აგებულება ჰქონდა მის ტვინსა თუ ჰორმონებს, როგორიც მამაკაცისას. დღესდღეობით ბევრი სპორტსმენი ქალია ამ სინდრომით დაავადებული და სწორედ ეს განაპირობებს მათს წარმატებას ისეთ შეუსაბამო პროფესიაში, როგორიც   ქალისთვის  სპორტია.
მამაკაცის ტვინი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელნიც მის სიძლიერეს განაპირობებს, მამაკაცს სულ სხვანაირი ლოგიკა, განსჯის უნარი აქვს, კარგი სტრატეგოსია, სულ სხვა შეგრძნებები აქვს განვითარებული, ხოლო ქალი სხვა ფენომენია. კვლევების თანახმად, მამაკაცის IQ ტესტის შედეგები, უმეტესად, ქალზე მაღალია , რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ ქალს და მამაკაცს სულ სხვა შესაძლებლობები აქვთ.

მაშასადამე, საჭიროა ქალმაც და მამაკაცმაც შესაბამისი სიფრთხილით აირჩიოს პროფესია, რათა კარგად მოირგონ იგი და ცხოვრება არ დაუმახინჯდეთ არაკომფორტული გარემოს გამო, რომელშიც მათ მოუწევთ მუშაობა და ასევე გარშემომყოფთათვის საზიანო არ უნდა აღმოჩნდეს ეს ყოველივე. 

ავტორი: მაკა კობერიძე


დატოვეთ კომენტარი