იტვირთება

თავგანწირული მხედარი ანუ ბარათაშვილის მებრძოლი სული

ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების დიდი ნაწილი წუთისოფელში ადამიანის როლსა და დანიშნულებას ეძღვნება. ლექსში „მერანი“ ის ალეგორიულად გადმოსცემს საკუთარ თავგანწირულ სწრაფვას წუთისოფლისგან თავის დასაღწევად. ის მოტივი, რამაც პოეტში ამგვარი სურვილი დაბადა მან უდნავ მოგვიანებით აღწერა ლექსში „სულო ბოროტო“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე ლექსში საკუთარ თავზე გამარჯვებისათვის ბრძოლა პოეტმა ალეგორიულად გამოხატა. ამისათვის მან არც მეტი, არც ნაკლები რბოლა გამოიყენა, რომელშიც ერთმანეთს მერანი ანუ ბარათაშვილის მებრძოლი სული და შავი ყორანი ანუ წუთისოფელი ერკინებიან. ის პირველ რიგში ხაზს უსვამს საკუთარი მისიის სირთულეს. იგი წერს:

„გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარე კლდენი და ღრენი,“

ლექსში აგრეთვე ნათლადაა გამოხატული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბარათავილისათვის ამ სირთულეების გადალახვა. იგი წარმატების მიღწევის სანაცვლოდ ყოველგვარი მსხვერპლის გაღებაზეა თანახმა, მათ შორის სამშობლოდან მოცილებასა და უცხოობაში გარდაცვალებაზეც კი. მისთვის მთავარია, რომ აქამდე გაუტეხელი კვლავ ასეთად დარჩეს და არ დაემოს ამაო წუთისოფელს.

                                  „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის
                                   ...
                                   თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!“       

როგორც ლექსის დასასრული ცხადყოფს, ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის გაბრძოლება წუთისოფლის წინააღმდეგ. ბარათაშვილი იმედოვნებს, რომ მის მაგალითზე კიდევ მრავალი ამხედრდება საკუთარ ტაიჭზე და ბედის სამძრვარისაკენ გაემართება.

               „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
             და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;“

მაგრამ ბარათაშვილის მიზანია, რომ მათთვის გაკვალოს გზა, დაამტკიცოს რომ წუთისოფლის დამარცხება შესაძლებელია.


დატოვეთ კომენტარი