იტვირთება

ლექსები „გოგჩა“ და „ბაღჩისარაი“ შესაბამისად ალექსანდრე ჭავჭავაძესა და ადამ მიცკევიჩს ეკუთვნით. ორივე რომანტიკოსი პოეტი XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. ისინი ცდილობენ საკუთარი სათქმელი გარემოს შეუსაბამონ ან პირიქით.  მაშინ როცა მიცკევიჩი უბრალოდ საკუთარ მსოფლმხედველობას გადმოსხცემს, ჭავჭავაძის ლექსს პატრიოტული მოტივებიც აქვს. იგი სევანის ტბის ნანგრევებში საქართველოს ხედავს, რომელსაც დიდება ასევე დაკარგული აქვს და მტრის მონობაშია. პოეტი აწმყოს მიმართ უკმაყოფილებას გამოთვამს და წარსულზე ამყარებს იმედებს:

აქაცა მჯდარა ძალი მაღალს ტახტსა ამაყად,
წყალობათა და რისცხის ფრქვევით მმართველი ერთა.

უკრაინაში არსებული ქალაქის, ბაღჩისარაის ნანგრევებზე წერს პოლონელი პოეტი ადამ მიცკევიჩი. გოგჩას მსგავსად მისი ერთ-ერთი მთავარი თემაც წარმავლობაა, წუთისოფლის ხალმოკლეობა. სევანს მხოლოდ სანაპიროებზე ჰქონდა გაშენებული დიადი ქალაქები, ბაღჩისარაი კი თავად იყო ასეთი ქალაქი, დიდებულთა პალატებითა და ჩინებულთა დასახლებებით. პოეტი ამ ქალაქს უკვე დაღუპულად მიიჩნევს და ამბობს:

აქ დავიწყებას გაუშლია ფრთები მეფურად.         
ითვლის ჟამთაგან დაქცეულისიცოცხლის წუთებს,

ალექსანდრე ჭავჭავაძე და ადამ მიცკევიჩი თავისი სტილით სხვა რომანტიკოს პოეტებს ემგვანებიან. ორივეს ლექსში ჩანს რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ისეთი საკითხები, როგორიცაა წარმოავლობა, აწმყოფი უკმაყოფილება, წარსულის განდიდება და ბუნების თაყვანისცემა. 


დატოვეთ კომენტარი