იტვირთება

რომანტიკოსი პოეტები საკუთარი გრძნობებისა და სულიერი განწყობის გამოხატვისთვის მრავალ მეთოდს იყინებდნენ. მათ შორისაა გარემოს, პეიზაჟის ამეტყველება და ადამიანური გრძნობებით აღჭურვა. ნიკოლოზ ბარათაშვილმა შეძლო მტკვრის სანაპირო დაეფიქრებინა და ამ უკანასკნელისთვის მისტიური სახე მიეცა. მსგავსი მეთოდი აქვთ გამოყენებული მის თანამედროვე რომანტიკოსებს ალექსანდრე ჭავჭავაძესა და ადამ მიცკევიჩს საკუთარ ლექსებში.

ჭავჭავაძე ლექსში „გოგჩა“ განწყობის გადმოსაცემად სევანის ტბას იყენებს. ის აღწერს ტბის სანაპიროზე არსებულ დანგრეულ შენობებს და მათ უპირისპირებს ამავე ადგილას, უუწინდელ დროს გაშენებულ დიად ქალაქებს, რომელთაგან ნანგრევებიღაა შემორცენილი. ლექსი ერთის მხრივ კაცობრიობის წარმავლობის შეგრძნებით გამოწვეული ამოოხრებაა, თუმცა ჭავჭავაძე აგრეთვე მიზნად ისახავს სევანის მაგალითზე მთელ საქართველოს დაანახოს თუ რა მოელის და ისინი დროზე ადრე გააფრთხილოს. იგი წერს:

„აჰა, ჩვენისა მომავლისაც ნამდვილი ხატი;
მხოლოდ აწმყოზე რას დაბმულხარ, ხედვავ ბრმობილო!“

დაახლოებით იმავე ხერხს იყენებს მიცკევიჩიც საკუთარ ლექსში „ბაღჩისარაი“. ისიც წარსულის დიდება დაკარგულ პეიზაჟს გადაჰყურებს, თუმცა სევანის ნაცვლად პოლონელმა რომანტიკოსმა ყირიმის სახანოს ყოფილი დედაქალაქი, ბაღჩისარაი აირჩია. ბედნიერების, სიხარულის წარმავლობაზე აქაც მკაფიოდაა ხაზი გასმული. წინანდებურად დიდებული, თუმცა უკვე უქმი ქალაქი თავისი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის. ამასთან ერთად მიცკევიჩი, ერთი მარტოხელა და მტირალა შეადრევანის სინანულსა და წარსულის დაბრუნების სურვილს ახმიანებს. მეორე ასპქექტი, რითაც ჩემი აზრით „გოგჩა“  განსხვავდება „ბაღჩისარაისგან“ არის მიცკევიჩის გადაწყვეტილება, რომ თავისი ლექსის ბოლოს ერთმანეთისგან გამიჯნოს გარემო და ადამიანი:

„ვაგლახ! ის კვლავ დის, ხოლო თქვენი კვალი აღგვილა.“

ამ შემთხვევაში სამყარო მარადიულობაა, რომლის სრულყოფაზე ზრუნვაც ყველა წარმავალი ადამიანის ვალია.

წარმავლობისა და აწმყოზე გაჯავრების იდეების დომინირება მათი მოღვაწეობის პერიოდში გაბატონებული ლიტერატურული მოძრაობის, რომანტიზმის დამსახურებაა. ამასთან ის უმნიშვნელოვანესი დეტალი, რომელიც ამ ორივე ლექსს ჯერ ერთმანეთთან, შემდეგ კი ზოგადად რომანტიზმის მიმდინარეობასთან აკავშირებს ბუნებაა.   


დატოვეთ კომენტარი