იტვირთება

ექსკურსიების ეფექტურობა

ქართული - ესეები

ნახვები:

1804

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

განათლების ფარგლებში საკუთარი ქვეყნის შესწავლის როლი განუსაზღვრელია. ამასთან წარმოუდგენელთან ერთად, უბრალოდ უგუნურებაცაა შესწავლის პროცესში სრულად დაეყრდნო მხოლოდ სახელმძღვანელოებს და არც კი გაიხედო იმ კუთხეებისა და კულტურებისკენ, რომლებიც წიგნებშია აღწერილი. ამრიგად, ექსკურსიის, როგორც საგანმანათლებლო იარაღად გამოყენება საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. მეორე საკითხია თუ რამდენად ეფექტურია იგი. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები სრულფასოვნად ვერ იყენებენ ექსკურსიის პოტენციალს, ის მაინც რჩება იმ საძირკვლად, რომელზეც უნდა დაეფუძნოს ცოდნა.

ექსკურსია ქვეყნის დათვალიერების არა ერთადერთ, თუმცა ერთ-ერთ უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს. შესაბამისად, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ფაქტობრივად იგივეა, რომ უცხო ენა შეისწავლო და შემდეგ გამოუყენებლად, უმტკივნეულოდ მიივიწყო. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს ექსკურსიამ სრულად დაკარგა თავისი ფუნქცია და უბრალოდ, თავშეყრისა და ღრეობის საშუალებად გადაიქცა. ისინი, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ გარემოს აღქმა, შეცნობა და გართობა სრულებითაც არ გამორიცხავენ ერთურთს. ექსკურსიის დანიშნულება სწორედ ის არის, რომ რეალურ სიტუაციაში, ცხოვრებისეული გამოცდილებით შეგასწავლოს ესა თუ ის საკითხი.

განათლებაში, ილუსტრაციების გამოყენება, როგორც წესი, არასაკმარისია ხოლმე. ამ ფონზე ექსკურსია მართლაც უნიკალური საშუალებაა, რადგან მასზე უფრო „სამგანზომილებიანი“ და ინტერაქტიული ილუსტრაცია ჯერ-ჯერობით არ არსებობს.  


დატოვეთ კომენტარი