იტვირთება

ბავშვობა

ქართული - ესეები

ნახვები:

2949

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

რა არის ბავშვობა?.. რა უპირატესობა აქვს მას?.. რითი განსხვდებიან ბავშვები უფროსებისგან?.. 

ბევრისთვის ბავშვობა ცხოვრების საუკეთესო ნაწილია. მათ მასში ხიბლავთ თავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების „შემდეგ ნაწილზე“ უნივერსალური აზრია გაბატონებული მისი დამოუკიდებლობის შესახებ, ჩემი აზრით ის მნიშვნელოვნად შებოჭილია პასუხისმგებლობით. აბა წარმოიდგინეთ, რა სჯობს მთელი დღე თამაშს, სირბილს, ძრომიალს, მოკლედ, რომ ვთქვათ უსაქმურობას. როდის მოახერხებთ ამას?.. რა თქმა უნდა ბავშვობაში. სწორედ ამის გამო ბევრი სრულწლოვანი მონატრებით გაჰყურებს წარსულს.  ისინი ბავშვობის განსაკუთრებულად სასიამოვნო ფრაგმენტებს ერთროულად სიამოვნებითა და სინანულით იგონებენ. ბავშვობაში ისინი იყვნენ ლაღები, ფრთაგაშლილები, უდარდელები, ჰქონდათ საკუთარი სამყარო. ხოლო როცა გაიზარდნენ თითქოს ფრთები დაეჭრათ. ამიტომაც იწვევს ძველი დროის გახსენება მათში მონატრებას.

ქართველი მწერლების შემოქმედებაში უდიდესი ადგილი უკავია ბავშვობის წლების მოგონებებს და გართობისკენ მათ სწრაფვას. ამ თემაზე ბევრი ნაწარმოებია შექმნილი, მაგალითად: რევაზ ინანიშვილის „წალო“, ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, აკაკი წერეთელის „ჩემი თავგადასავალი“, რეზო ჭეიშვილის „მუსიკა ქარში“ და ა.შ.  ამ ოთხივე მოთხრობას ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ერთიანებს, ყველა მწერალი სინანულით იგონებს ბავშვობას. რეზო ჭეიშვილს ყანაში სეირნობა ენატრება, რევაზ ინანიშვილს წალოში განმარტოება, ილიას კი დედმამიშვილებთან ერთად გართობა და მხიარულობა.

ყოველივე სულიერ თუ უსულო საგანს გააჩნია თავისი ქრონოლოგირი დროის ხაზი ანუ გზა დასწყისიდან დასასრულამდე. დავეთანხმებით რეზო ჭეიშვილს: ,,დასასრული და დასაწყისი თანაბრად მიიწევენ ერთმანეთისკენ‘‘. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ მწერლები ბავშვობაში დაბრუნებას ნატრობენ, ბავშვების უმეტესობა კი პირიქით მთელი ენთუზიაზმით მიისწრაფვის „დიდობისკენ“.   

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანს სხვადასხვა მისწრაფებები და ღირებულები გააჩნია, მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა ამა თუ იმ არასასიამოვნო შემთხვევის გამო ადამიანისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი საზრისი ნოსტალგია და მოგონებები გახდება. ამ უკანასკნელს ეჯაწვება და წარსულით ცხოვრებას მიჰყოფს ხელს. ამ წარსულში  კი დეპრესიული ადამიანი ეძებს ცხოვრების აზრს, ტკივილის მუფარახს.


დატოვეთ კომენტარი