იტვირთება

ლექსები „ხმა იდუმალი“ და „სულო ბოროტო“ ქართველ პოეტს ნიკოლოზ ბარათაშვილს ეკუთვნის. „ხმა იდუმალში“ იგი ჩივის, რომ საკუთარი გულისხმის კარნახმა მოიცვა ის და ვერ გადაუწყვეტია ეს ეშმაკის ცდუნებაა თუ ანგელოზის მფარველობა. ის ვერც იმას იჯერებს, რომ ხმა მისი სინდისის ქენჯნაა, რაც პოეტის ამპარტავნობაზე მიუთითებს.

მეორე ლექსში „სულო ბოროტო“ ბარათაშვილი იმავე ხმას მიმართავს უკვე, როგორც მტანჯველ, ბოროტ სულს. ლექსში ბარათაშვილი მას კიცხავს სულის მშვიდობის წართმევის გამო, რამაც მისი გონება და სიცოცხლე აღაშფოთა. მოტუებული ნიკოლოზი ბოროტ სულს ეუბნება:

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას? 
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას, 
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი 
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

ბარათაშვილმა გააცნობიერა, რომ ყველაფერი რისი გაკეთების უფლებასაც წუთისოფელი მას აძლევდა იყო მხოლოდ მოჩვენებითი და რომ მასზე აყოლა სავალალო შედეგებს გამოიწვევდა. 

„მას აქეთ არის დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!“

მოჩვენებითი თავისუფლების ილუზია მის გრძნობებსა და გულისთქმასაც დაეპატრონა და სულის მშვიდომა წაართვა.


დატოვეთ კომენტარი