იტვირთება

ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემა „ბედი ქართლისა“ პატრიოტული ხასიათისაა და ასახავს მე–18 საუკუნის საქართველოს ძნელბედობის პერიოდს. პოემის მიხედვით კრწანისის ბრძოლაგამოვლილი ერეკლე გადაწყვეტს რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლას. სწორედ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაზეა აგებული ნაწარმოები და ამ კავშირის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს პოეტი მეფე ერეკლესა და  მისი მრჩევლის, სოლომონ ლიონიძის პირით გადმოსცემს.

ბარათაშვილი პოემაში ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გვიხატავს ორ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პიროვნებას, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ის ამ საკითხისადმი გულგრილია. ჩემი აზრით თავისთავად ის ფაქტი, რომ ის ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად ასახოს პოემაში პირადი დამოკიდებულა, მეტყველებს იმაზე, რომ ბარათაშვილი თავადაც ვერ გარკვეულა ბოლომდე საკუთარ აზრებში. მაგრამ ბარათაშვილის დამოკიდებულება ირიბად მაინც გამოიხატება გარკვეულ მონაკვეთებში. თუნდაც სრულიად აშკარაა მისი და სოფიოს აზრების თანხვედრა ეროვნულ თავისუფლების საკითხზე. იგივე იდეას ეფუძვნებოდა სოლომონის შეხედულება რუსეთთან კავშირის შესახებ, რაც მის მიმართ ბარათაშვილის სიმპათიას უსვამს ხაზს. ამ სიმპათიის კიდევ ერთი ირიბი გამოვლინებაა პოემის დასკვნითი ნაწილი:

სიბერის ჟამსა მოიცა ძალი 
და შეაძრწუნა კვალად ოსმალი; 
კვლავ ასახელა თავის სახელი; 
მაგრამ ამაო იყო ყოველი: 
დიდიხანია გულს ირაკლისა 
გარდუწყვეტია ბედი ქართლისა!

პოეტი მეფის სამხედრო წარმატებას ამაოს უწოდებს იმის ფონზე, რომ მას სხვაგვარად უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ქართლის ბედი და ამას ოსმალებზე გამარჯვება ვერ გამოასწორებდა. რას უნდა გულისხმობდეს ის თუ არა გეორგიევსკის ტრაქტატს.


დატოვეთ კომენტარი