იტვირთება

ახალგაზრდობა

ქართული - ესეები

ნახვები:

1685

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

ახალგაზრდობა ადამიანის ცხოვრების ხანმოკლე ნაწილია. ეს არსება კი, როგორც მოგეხსენებათ დაუცხრომელი და უძღებია, არასდროს არ არის კმაყოფილი იმით, რაც მას აქვს. ასეა ამ შემთხვევაშიც. ახალგაზრდებს საკუთარი მდგომარეობა მიუღებლად ეჩვენებათ და მოზრდილობისკენ მიისწრაფვიან. ამათგან განსხვავებით მოზრდილებს თავიანთი ხვედრი ეძნელებათ და მხიარულ ბავშვობაში დაბრუნება უნდათ. თმაში ჭაღარაშერეულ მოხუცებს საკუთარი უუნარო ცხოვრება აქვთ მობეზრებული და საქმიანი, დატვირთული მოზრდილობის დაბრუნებაზე ნატრობენ. ანუ ახალგაზრდობის შესახებ ორი ძირითადი თეზისია ჩამოყალიბებული ხალხში: თავად ახალგაზრდების, მეტწილად ეგრედწოდებული „თინეიჯერების“ და მათზე გამოცდილი მოზრდილების. 

ჩემი აზრით, მოზარდების უმრავლესობის დამოკიდეებულება მოცემულ თემაზე მცდარია, რადგან წუთისოფელი ისედაც ხანმოკლეა და მითუმეტეს ცხოვრების ეს  ყველაზე საამური და უზრუნველი საფეხური და მას როგორც სიცოცხლის სხვა პერიოდებს საკუთარი დანიშნულება გააჩნია. ეს დრო მოზარდმა უნდა გამოიყენოს შემდეგი ეტაპისთვის მზადებაში, ანუ სწავლა–განათლებაში.

ყველა ახალგაზრდა უფროსეებისგან არა მარტო ფიზიკურად, არმედ აღქმის უნარითაც განსხვავდება. ყოველივე ახლის შეცნობა ამ მეოცნება არსებაში ენთუზიაზმისა და იმედის ნაპერწკალს აღვივებს. განსხვავებული მსოფლმხედველობები და პოზიტიური შეხედულებები საკითხისადმი მოზაედს თავდაჯერებულს, მის ცხოვრებას კი გაცილებით ხალისიანს. მისი ფანჯრიდან დანახული სამყარო კი ჯერ კიდევ ნათელი და უბიწო ბრწნინვალებით წარმოჩინდება.

და რადგანაც ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ, დაე, ვითხოვოთ რომ ჯერ კიდევ შეგვძლებოდეს ტკბობა, თითოეული წუთის გამოყენება და ახალგაზრდობის სრული პოტენციალის ათვისება, რომ მომავალში ტკბილი მოგონებების მაგივრად, ფუჭად გაფლანგულ დროს არ ვიგონებდეთ სინანულით.   


დატოვეთ კომენტარი