იტვირთება

ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ ორი განსხვავებული აზრი არსებობს. ვახტანგ კოტეტიშვილმა და გურამ ასათიანმა საკუთარ წერილებში დიდი პოეტის შემოქმედების შესახებ საკუთარი განსხვავებული აზრები დააფიქსირეს. კოტეტიშვილი ფიქრობდა და დარწმუნებულია, რომ ჭავჭავაძე რომანტიკოსი პოეტია, ხოლო ასათიანი საწინააღმდეგო შეხედულების დამცველი იყო და მიიჩნევდა, რომ პოეტის შემოქმედებას ეტყობა კონსერვატული გავლენა.

ჩემი აზრით, ალექსანდრე ჭავჭავაძე შეუძლებელია მივიჩნიოთ რომანტიზმის სრულფასოვან წარმომადგენლად. გურამ ასათიანი სამართლიანად გამოთქვამს იმ აზრს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში გრძნობები  და გონება ანტითეზები არ არიან, პირიქით ისინი ერთი ჰარმონიული მთლიანობაა, რომელთა ცალ-ცალკე წარმოდგენაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც  
სწორედ ამიტომ პოეტს სწამს, რომ მგრძნობელობა გონებასაც ასულდგმულებს.

ასევე ვეთანხმები გურამ ასათიანს იმის შესახებ, რომ პოეტის ანტირაციონალისტური მოტივი სინამდვილეში პოეტის მსუბუქი იუმორის შედეგია და არა მისი რეალური მსოფლმხედველობისა, ამიტომ ამ ფაქტის მოყვანა ჭავჭავაძის რომანტიკოსთა რიგებში შესაყვანად უადგილოა. პოეტი წერს:

„რა ომის ცეცხლი ასტყდება,
ბრძენი სიფრთხილით წახდება;
მაგრამ ღლეული მაშინვე
ან მოჰკლაავს, ან შეაკვდება!“

აქ ჭავჭავაძე მსუბუქი, ირონიული ტონით ლაპარაკობს და მწარე, აბსურდულ რეალობას დასცინის. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ნაწარმოებებს ბევრი ისეთი დამახასიათებელი თვისება აქვთ, რაც მას სხვა რომანტიკოსებთან აკავშირებს, ის ჩემი აზრით მაინც არ უნდა მივიჩნიოთ ერთ-ერთ მათგანად.


დატოვეთ კომენტარი