იტვირთება

ადამიანმა პოპულარობისათვის მასების გემოვნება უნდა გაითვალისწინოს

ქართული - ესეები

ნახვები:

10211

სხვა თემები
უკან დაბრუნება
`

დღესდღეობით პოპულარობისათვის ადამიანები  ყველაფერს სჩადიან, ფიქრობენ , რომ ეს საუკეთესო გზაა საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად , მაგრამ ავიწყდებათ, რომ მასების გემოვნებას ანგარიში უნდა გაუწიონ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მათი მცდელობა სავალალოდ მთავრდება .

პირველ ყოვლისა, უნდა ავღინიშნოთ ის, რომ მასებზეა საუბარი და არა ჭეშმარიტ საზოგადოებაზე. რა თქმა უნდა მასა სულ სხვა კრიტერიუმებით აფასებს ადამიანს. „პოპულარობის მაძიებელნი“ ცდილობენ, რომ მისი ყურადღება ათასგვარი უმსგავსობით მიიქციონ, მოიპოვონ პოპულარობა მასების დაბალი გემოვნების ხარჯზე. მაგალითისთვის მინდა მოვიხმო ინტერნეტ  „ვარსკვლავი“ სტივ კარდინალი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ზიზღის მოგვრა თუ შეუძლია საზოგადოებაში , მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით , მისი ვიდეოები ყოველდღიურად ათასობით ნახვას აგროვებს , რაც ბევრად აღემატება საგანმანათლებლოს.  როგორც ვხედავთ  , სტივმა მასებში პოპულარობა სწორედ მათი გემოვნების გათვალისწინებით მოიპოვა.  

ხშირია შემთხვევა , რომ ადამიანი ჩრდილქვეშ რჩება მიუხედავად მისი ნიჭიერებისა თუ ამბიციურობისა, რადგან მან ვერ გაუწია მასების გემოვნებას ანგარიში.  ის მხოლოდ ვიწრო საზოგადოებისთვის რჩება ცნობილი. მაგალითად, ცნობილი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი პოპულარული მას შემდეგ გახდა , როდესაც თავისი სკანდალური თეორიები გამოაქვეყნა ღმერთის არსებობის შესახებ, მანამდე კი ის ცნობილი იყო მხოლოდ განათლებულ საზოგადოებაში.

მაშასადამე ,  საბოლოოდ შემიძლია ვთქვა , რომ პოპულარობისაკენ სწრაფვა ადამიანს აიძულებს ანგარიში გაუწიოს   მასების გემოვნებას.  ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, რომ ხშირად ადამიანი ხალხში პოპულარობით სარგებლობს თავისი უმსგავსობებით ისევ და ისევ მასების დაბალი გემოვნების გამო. ისეთი ადამიანები როგორებიც არიან ნიჭიერი მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები ცნობილები მხოლოდ ვიწრო საზოგადოებისათვის არიან, რადგან მათ ვერ დააკმაყოფილეს მასების გემოვნება და მათი მცდელობა თითქმის  უშედეგოდ დასრულდა. 

ავტორი: მაკა კობერიძე


დატოვეთ კომენტარი